ლონდონის "ჩელსიმ" შესაძლოა მომდევნო ორი წლის განმავლობაში ტრანსფერების განხორციელება ვერ შეძლოს. ფიფა კლუბში 18-წლამდე ფეხბურთელების უკანონო დამატებაზე გამოძიებას ატარებდა და "არისტოკრატებს" დარღვევები აღმოუჩინა.
როგორც ფრანგული ვებგვერდი Mediapart-ი Football Leaks-ის დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება, სამი წლის გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ "ჩელსის" 19 ტრანსფერიდან 14 არასრულწლოვანი მოთამაშე იყო. ლონდონურ კლუბში აცხადებენ, რომ ფიფასთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ და ყველა მტკიცებულებას წარადგენენ, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის რეგულაციებს აკმაყოფილებს. Mediapart-ი კი იუწყება, რომ ფიფა კლუბს ურჩევს მიიღოს ორწლიანი სასჯელი.
"ჩელსისთან" დაკავშირებული გამოძიების შესახებ პირველად ცნობილი 2017 წელს გახდა. ბურკინა ფასოს ეროვნული ნაკრების წევრმა ბერტრანდ ტრაორემ, რომელიც ამჟამად "ლიონში" თამაშობს, "არისტოკრატებთან" კონტრაქტი 18 წლის ასაკში 2013 წელს გააფორმა, თუმცა მოთამაშედ დარეგისტრირებული 2014 წლის იანვრამდე არ ყოფილა. ფრანგული გამოცემა ფიფამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ ინგლისურმა კლუბმა ტრაორეს დაბადების თარიღი გააყალბა. ამავდროულად აღმოაჩინეს, რომ "ჩელსის" 16-წლამდე და 18-წლამდე ასაკის გუნდებში ბერტრანდმა 25 მატჩი ჩაატარა ისე, რომ ფეხბურთის ასოციაციის მიერ რეგისტრირებული მოთამაშე არ იყო.
ფიფა ბანს ადებს 18-წლამდე ფეხბურთელების ტრანსფერებს, რომლების მკაცრ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. ფიფა წესები იცავს ბავშვებს ჩაგვრისგან და ტრეფიკინგისგან.
18-წლამდე ასაკი მოთამაშეების საზღვარგარეთ ტრანსფერისთვის საჭიროა:
- ფეხბურთელის მშობლები გადავიდნენ უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად არასაფეხბურთო მიზეზით, იქ სადაც მოთამაშის ახალი კლუბი მდებარეობს.
- ორივე კლუბი არის ევროკავშირის ან ევროპის ეკონომიკური ზონის წევრი და ფეხბურთელი არის 16-დან 18 წლამდე ასაკის. მიუხედავად ამისა, მყიდველმა კლუბმა უნდა დააკმაყოფილოს კრიტერიუმები დაკავშირებული განათლებასთან, ვარჯიშსა და საცხოვრებელ პირობებთან.
- ფეხბურთელები უნდა ცხოვრობდეს კლუბიდან 100 კილომეტრში.
სატრანფერო საქმიანობის აკრძალვას გარკვეული პერიოდით აქამდე ისეთი კლუბები დაემორჩილნენ, როგორიც "ბარსელონა", მადრიდის "რეალი" და "ატლეტიკოა".