პრემიერლიგაში 2019/20 წლების სეზონიდან დამხმარე ვიდეორეფერის სისტემას (VAR) გამოიყენებენ. როგორც ინგლისის ჩემპიონატი ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კლუბების წარმომადგენლები პრემიერლიგის მეწილეებს შეხვდნენ და შეთანხმებას მიაღწიეს.
VAR-ის სისტემის გამოყენებისთვის პრემიერლიგის ხელმძღვანელობა საერთაშორისო ფეხბურთის ასოციაციის საბჭოს და ფიფას ფორმალურად მიმართავს. ასევე, მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის მატჩებში VAR-ის სისტემას სატესტო რეჟიმში გამოიყენებენ.
დამხმარე ვიდეორეფერის სისტემა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებულად გამოიყენეს. ასევე, VAR-ი გერმანიის და იტალიის ჩემპიონატებში ფუნქციონირებს, ინგლისში კი ლიგის თასსა და ასოციაციის თასზე იყენებენ.