დღეს, 2018 წლის 15 ნოემბერს, 18:00 საათზე დასრულდა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველთა განცხადებების მიღება.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი, მხოლოდ ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ გამოთქვა.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ბაზაძე პრეზიდენტობის კანდიდატად თბილისისა და იმერეთის ფარიკაობის ფედერაციებმა წარადგინეს.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 2018 წლის 25 ნოემბერს, 12:00 საათზე ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში გაიმართება.
სფფ-ს რიგგარეშე ყრილობის მთავარი საკითხი, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებია.