16-18 ნოემბერს ჰოლანდიის ქალაქი ჰააგა ტრადიციულ გრან პრის უმასპინძლებს, რომელშიც 66 ქვეყნის 443 ძიუდოისტი (258 კაცი+185 ქალი) ჩაებმება. მონაწილეთა შორის 5 ქართველიცაა.
66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ძალებს ვაჟა მარგველაშვილი მოსინჯავს, 73 კგ-ში – ლაშა შავდათუაშვილი, 81-ში – ზებედა რეხვიაშვილი, 90-ში – ავთანდილ ჭრიკიშვილი, ხოლო 100-ში – ვარლამ ლიპარტელიანი.
ცნობილია, რომ 16 ნოემბერს მედლები 60 და 66 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება, 17-ში – 73-სა და 81-ში, ხოლო 18-ში – 90-ში, 100-სა და მძიმე (+100 კგ.) წონაში.
ჰააგაში წინასწარი ეტაპის შეხვედრები 16 და 17 ნოემბერს თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება, 18-ში კი – 14:00 საათზე. ფინალური ბლოკი სამივე დღეს 20:00 საათზე დანიშნული.
წილისყრის თანახმად, მარგველაშვილი მე-2 რაუნდშია დაშვებული და სამხრეთაფრიკელ დანიელ ლე გრანჟეს გაეჯიბრება.
თავის წონაში ასევე უმთავრეს ფავორიტად მიიჩნევა შავდათუაშვილი, რომელიც მე-2 წრეში ჰოლანდიელ დაან ტენ ჰეუველსა და ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლოს შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.
ასევე მე-2 რაუნდიდან იწყებს ბრძოლას რეხვიაშვილი, რომელი ძალებს ფრანგი ნიკოლა შილარდისა და სურინამელი აბას ზიზოვის წყვილში გამარჯვებულთან მოსინჯავს.
ჭრიკიშვილი მე-2 წრეში ჰოლანდიის წარმომადგენელ ტომ ბონეშანსკერს გაეჯიბრება, მისი, 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის უმთავრეს ფავორიტად კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი – ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერეზადიშვილი მოიაზრება.
100 კგ-მდე წონაში პირველი ნომერი ლიპარტელიანია, რომელიც ტურნირში ასევე მე-2 წრიდან ჩაებმება და რუმინელი ვალენტინ რადუს დამარცხებას ეცდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ექნება ლიგის მოგების შანსი ისევ
ერთი ეს არის ახლა პსჟ არადა შარშანვე ასრულებდა კარიერას აფერისტი ეხა დაასრულა და აქაოდა პარიზში დამიძახესო ნწნწ ეხა მოიგებს იუვე ლიგას ეს კიდე იყოს პსჟ-ში და დაელოდოს რონალდო როგორ გაუტანს გოლებს ეხა უკვე იუვეს ფორმით
თუ იცით კავანი ითამაშებს ????
ვერა