მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი, სანდრო ვაგნერი, გაწბილებულია თავისი გუნდის წლევანდელი შედეგებით. თუმცა, სჯერა, რომ „რეკორდმაისტერი“ ამ სეზონშიც გახდება გერმანიის ჩემპიონი.
„სატურნირო ცხრილის შეხედვაც არ მინდა. მეხუთე ადგილზე ვართ და ეს საშინელებაა, - უთხრა ვაგნერმა Bulinews-ს, - ქომაგები აშკარად სხვას ელოდნენ. თავადაც გაოცებულები ვართ.
ჩვენ საუკეთესო შემადგენლობა გვყავს გერმანიაში და ამიტომ, აუცილებლად უნდა გავხდეთ ჩემპიონები. „დორტმუმდმა“ რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარა, მაგრამ პირველობისთვის ეს საკმარისი არ არის.
მოპედებითაც რომ წამოვიდნენ კონტრშეტევებზე, მაინც არ მიმაჩნია საუკეთესო გუნდად.“
შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის მე-11 ტურში, „ბაიერნი“ „დორტმუნდთან“ სტუმრად 2:3 დამარცხდა და ახლა ლიდერს შვიდი ქულით ჩამორჩება.