ჭიდაობა

14:17 | 15.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

გუნდური პირველი ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გუნდური ჩათვლის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ტურნირზე, ქართველმა ფალავნებმა 5 მედალი მოიპოვეს. მსოფლიოს ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), გელა ბოლქვაძე (82 კგ.) და ზვიად პატარიძე (130 კგ.) გახდნენ, რამაზ ზოიძემ (72 კგ.) ვერცხლი დაისაკუთრა, გიორგი მელიამ (97 კგ.) კი – ბრინჯაო.
შედეგად, საქართველოს ნაკრებმა 126 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილზე გასულ რუსეთს 25 ქულითჱგაუსწრო, მესამეზე კი თურქეთი გავიდა 87 ქულით.
ვთქვათ ისიც, რომ ქართული დელეგაცია თბილისში დღეს 17:10 საათზე სტამბოლი-თბილისის ავიარეისით ჩამოფრინდება.

0.127266