ფეხბურთი

13:23 | 15.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰიოვედესი: „ლიოვის პრობლემა ბუნდესტიმში ბევრი კარგი ფეხბურთელის ყოფნაა“

გერმანიის ნაკრების მცველმა, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და ამჟამად მოსკოვის „ლოკომოტივში“ ჩვენი საბა კვირკველიას თანაგუნდელმა, ბენედიქტ ჰიოვედესმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბუნდესტიმის მწვრთნელის, იოაჰიმ ლიოვის მთავარი პრობლემა, მისივე ფეხბურთელების დიდ არჩევანშია.

„რთულია იმის წარმოდგენა, რაც გასულ მუნდიალზე დაგვემართა, - უთხრა ჰიოვედესმა Sport-express.ru-ს, - არავინ იცოდა, რა მოხდა. რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ჩავედით. ასეთი იყო მწვრთნელების, ფეხბურთელებისა და ექსპერტების მენტალური განწყობა. მინიმუმ ფინალამდე მივალთო, - ყველა ამას ამბობდა. მაგრამ ჯგუფიდანაც ვერ გავედით და ყველა გაწბილებული დარჩა.

მივხვდით, რომ რაღაც ახლის შენება უნდა დაწყებულიყო. წარსულზე წუხილს რაღა აზრი აქვს. აწმყოზე ფიქრია საჭირო.

ლიოვის მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს და არჩევანი უჭირს. ის ისევ ძიებაშია და ვფიქრობ, მალე ჩამოყალიბდება.“ - განაცხადა ჰიოვედესმა.

0.131517