კალათბურთი

12:16 | 15.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის 8 ქულა და 12 მოხსნა "ნებრასკასთან"

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მეორე მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა”, რომელიც “ნებრასკას” შეხვდა და 57:80 წააგო. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 35 წუთი გაატარა.

მამუკელაშვილმა 9-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 4-ივე საჯარიმო და 1 სამქულიანი კი ააცილა. სანდროს ანგარიშზე საბოლოოდ 8 ქულა, მატჩში უმეტესი 12 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დაგროვდა. “სეტონ ჰოლში” 24 ქულით საუკეთესო იყო მაილს პოუელი.

“სეტონ ჰოლს” 1 მოგება და 1 მარცხი აქვს, შემდეგ მატჩს კი 18 ნოემბერს, შინ “სენტ ლუისთან” გამართავს.

0.118219