კალათბურთი

11:37 | 15.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა ევროთასზე მე-2 ეტაპის საგზური გაინაღდა

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ევროთასის მე-7 ტურში, სტუმრად, გერმანულ “ფრაპორტ სქაილაინერს ფრანკფურტს” 84:78 სძლია და მე-2 ეტაპზე თამაშის უფლება გაინაღდა.

მალაგელთა ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 15:51 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
გიორგიმ 6-დან 5 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, შეტევის ბოლო წამზე იძულებით ნასროლი სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.
“უნიკახა” 6 მოგებითა და 1 მარცხით, ევროთასის D ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებს რუსულ ”უნიკსთან” ინაწილებს.
მალაგელები მე-8 ტურის შეხვედრას 21 ნოემბერს, ესპანეთში, მონტენეგროს წარმომადგენელ “მორნარ ბართან” ჩაატარებენ, რომელთან პირველ მატჩშიც შერმადინმა 26 ქულა მოაგროვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11452