ფეხბურთი

10:52 | 15.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

იბრა „მილანს“ კიდევ უფრო მიუახლოვდა

ამერიკული „ლოს ანჯელეს გელაქსის“ შემტევი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, „მილანში“ გადასვლასთან ახლოსაა, - ამტკიცებს сalciomercato. მისი იტალიაში გადაბარგების თაობაზე ხომ უკვე რამდენიმე თვეა არ წყდება საუბარი.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის აგენტი, მინო რაიოლა, მილანურ კლუბთან ბოლო დეტალებს აზუსტებს და ლეგენდარულ შვედს მალე „სან სიროზე“ კვლავ ვიხილავთ.

დასაზუსტებელი დარჩა ხელშეკრულების ვადები. იბრას „როსონერიში“ წელიწადნახევრით სურს დაბრუნება, მილანურ კლუბს კი, მისი ხილვა, საკუთარ რიგებში ოდენ ნახევარი წლით სდომებია.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი „მილანის“ ღირესბას 2010-12 წლებში უკვე იცავდა.

ამჟამად კი „გელაქსის“ ფეხბურთელია. წლევანდელი MLS-ის 27 მატჩში, იბრამ 22 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე პასით გამოირჩა.

0.115125