ფეხბურთი

10:16 | 15.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუტრაგენიო: „რეალი“ რონალდუს გარეშეც ძლიერია“

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარულ თავდამსხმელს, ამჟამად კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორს, ემილიო ბუტრაგენიოს მიაჩნია, რომ „სამეფო კლუბი“ „იუვენტუსში“ გადასული კრიშტიანუ რონალდუს გარეშეც ძლიერია.

„ჩვენ „რეალი“ ვართ - რონალდუს გარეშეც. ზედიზედ სამჯერ, ბოლო ხუთ წელიწადში კი ოთხჯერ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა. მაგრამ ბოლომდე კმაყოფილები მაინც არ ვართ. კრიშტიანუ მართლაც დიდებული ფეხბურთელია, წარმატებებს ვუსურვებთ მას, მაგრამ „რეალი“ მის გარეშეც ძლიერია.

ტურნირები აპრილ-მაისში მთავრდება. ამიტომ, ოპტიმიზმით ვუცქერთ მომავალს. გვინდა ყველგან გავიმარჯვოთ.“ - უთხრა ბუტრაგენიომ Corriere dello Sport-ს.

ბუტრაგენიო „რეალის“ ღირსებას 1984-95 წლებში იცავდა და 341 მატჩში 123 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111179