თამაშგარე

15:17 | 14.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნატალია ნემჩინოვამ აზღუდი ლურსმანზე დაკიდა

გასულ ზაფხულს რუსეთში დასრულებულ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს ცხადია ყავდა თავისი გმირები და ეს ადამიანები მხოლოდ ფეხბურთელები, მწვრთნელები და ქომაგები არ ყოფილან. რუსეთის მუნდიალის ერთ-ერთი სახე იყო მოდელი და პორნო-მსახიობი, ნატალია ნემჩინოვა.

ალბათ გახსოვთ, რომ რუსეთის ნაკრების ქომაგთა შორის ამ მშვენიერმა და ათას დარდზე გადავლილმა ქალბატონმა დიდი აღიარება მოიპოვა და როდესაც გაირკვა, რომ ნატალია პორნოგრაფიულ ფილმებშიც მონაწილეობდა, ყველამ ერთხმად იხუვლა და ამის შემდეგ ნემჩინოვა უკვე საყოველთაოდ ცნობილი ასული გახდა.

დღეს ნატალია ნემჩინოვა ამბობს, რომ ახლობლებისა და კეთილისმსურველების რჩევით საბოლოოდ წავიდა დიდი პორნოგრაფიიდან. აზღუდი და საწმერთულიც ლურსმაზე ჩამოკიდა და მხოლოდ მოდელის კარიერით ცხოვრებას მიჰყო ხელი. მაგრამ ნაწერებისა არ იყოს, ვიდეოკადრებიც “არ იწვიან“ და რამდენიც არ უნდა ეცადოს, ნატალია ინტერნეტში უხვად გავრცელებულ მისი ძველი “მოღვაწეობის“ კადრებს ვერავის დაუმალავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144833