სხვა

13:47 | 14.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალინა ურუშაძის მორიგი წარმატება

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი Prague Riedell Ice Cup, რომელშიც იუნიორებისა და ნოვისების კატეგორიაში, სულ 106 სპორტსმენი მონაწილეობდა.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, იუნიორთა სეგმენტში მაყურებლებისა და მსაჯების წინაშე თავისი მოკლე და თავისუფალი პროგრამები წარადგინა ქართველმა მოციგურავემ ალინა ურუშაძემ, რომელიც ყოველ ახალ სტარტზე აუმჯობესებს საკუთარ შედეგს.
ურუშაძესთან ერთად, იუნიორებში 13 ქვეყნის 29 მოციგურავე ასპარეზობდა. თავისუფალ პროგრამაში ალინამ 93.08 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და დამაჯერებელი გამოსვლით კიდევ ერთხელ დაადასტურა კარგი ფიზიკური მომზადება და ტექნიკური ელემენტების შესრულების მაღალი ხარისხი.
მოკლე და თავისუფალი პროგრამების საერთო 139.87 ქულით ალინას მეორე ადგილი ერგო და მან ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

0.116219