ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ფუკუოკაში მიმდინარე წლის დასკვნით სუპერტურნირზე მიჯრით მე-3 გამარჯვება იზეიმა.
დასავლეთის ოძეკის სტატუსით მოასპარეზე ტოჩინოშინი, დღეს, დასავლეთის კომუსუბი კაისეის გაეჯიბრა და იორიკირით იმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი სეკიტორი კიუშიუ ბაშოს ტრავმირებული შეხვდა და ფორმაში აშკარად არ იმყოფება, ამდენად, ქართველ სუმოისტს მის დაჯაბვნა არ გასჭირვებია. ტოჩინოშინმა მეტოქის მავაში თავიდანვე ხელთ იგდო და მისი დოჰიოდან გაყვანა იოლად მოახერხა.
ამგვარად, გორგაძეს 3 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდა, მომდევნო შერკინება კი დასავლეთის პირველ მაეგაშირა ჰოკუტოფუჯისთან ელის, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 2:0-ს უგებს.
ნოემბრის ბაშოს 4 დღის თავზე 3 დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს. ესენი ოძეკი ტაკაიასუ, კომუსუბი ტაკაკეიშო და აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოჩიოძანი არიან.
საინტერესოა, რომ ამ უკანასკნელმა დღეს ტურნირს შემორჩენილ ერთადერთ იოკოძუნა კისენოსატოს ზედიზედ მე-4 (!) მარცხი აგემა, რაც ამ უკანასკნელის სრულ ფიასკოს მოასწავებს.
ვთქვათ ისიც, რომ ტოჩინოშინის გარდა, 3-3 მოგება კიდევ ათ სეკიტორს აქვს, ჩვენებურის დარად ოძეკის წოდების მქონე გოეიდოს კი ზურგს 2 გამარჯვება უმაგრებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იმედი მქონდა ამ ბაშოდ დადებსთქო , იოკუძუნები არ არიან და მეიმედებოდა ტოჩის
მარა სამწუხაროა , ამ შოდაის რას ვერ უხერხებს 
აღარ არის სასაცილო. ბოლო ბოლო ტაჩიაი ჰენკა მაინც გაუკეთოს ან შოდაის.
ეჰ... იუშოს ვუმიზნებდით და მგონი კადობანს რომ ავცდეთ ეგ უნდა ვისურვოთ.
ტოჩი - ლევან, წარმატებას გისურვებ, ამ ბაშოზე უნდა გაახარო ქართველი გულშემატკივარი ! ! !
ბაშო იოკოძუნის, ხოლო ტოჩი ტრავმის გარეშეა.
ეს შანსი ხელიდან გასაშვები არ არის კოლექტიური ტაკა-იასუ-კეიშოს გამო!
ესეთი შანსი ბევრი აღარ მიეცემა ლიოვას.
ისე ახლა დავაკვირდი 3 კაცია დაუმარცხებელი და სამივეს სახელი ტ-ზე იწყება, მაგრამ მეოთხე ტ კვალში ჩაუდგა უკვე და მალე დაყრის ძირს სამივეს
კისე გაღმაა გასული ფაქტიურად...
თუ გამოვიდა საბრძოლველად ხვალაც არ ელის კაი დღე - ტამავაში ყავს
ცაგურიაამ ???