ჩოგბურთი

14:32 | 14.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

კერბერს ახალი მწვრთნელი ჰყავს

დიდი სლემის სამგზის ჩემპიონ გერმანელ ანგელიკა კერბერს ცნობილი ჩოგბურთელი რაინერ შუტლერი გაწრთვნის. შუტლერი, რომელიც 2003 წელს ერთეულთა თანრიგში ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა, სადაც ანდრე აგასისთან დამარცხდა.

რაინერმა კარიერა 2012 წელს დაასრულა, მას შემდეგ ის სერგეი სტახოვსკის და ვაცეკ პოსპიშილს წრთვნიდა.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის თვეში ანგელიკამ თავისი მწვრთნელი ვიმ ფისეტი დაითხოვა, რადგან მათი აზრები კერბერის თამაში მომავალ განვითარებაზე არ ემთხვეოდა.

0.113966