"ატლეტიკოს" 30 წლის შემტევი დიეგო კოშტამ ვარჯიშის დროს ფეხის ტრავმა მიიღო, აღნიშნულ ინფორმაციას AS.com-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, კოშტამ ვარჯიშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. რა დროს დასჭირდება დიეგოს ტრავმის მოსაშუშებლად ჯერჯერობით უცნობია.
კოშტამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 12 შეხვედრა ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.