ჩოგბურთი

10:59 | 14.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა ტიმი იოლად დაამარცხა

ლონდონში მიმდინარე წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფური ეტაპის მეორე წრეში როჯერ ფედერერმა ავსტრიელი დომინიკ ტიმი იოლად 6:2, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 8 წუთს გაგრძელდა. როჯერმა შვიდი შესაძლებლობიდან ოთხი ბრეიკი შეასრულა. დომინიკ ტიმს არც ერთი ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია.

ტიმს ამ მარცხით ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა. ყველაფერს ბოლო

შეხვედრები გადაწყვეტს. ფედერერი ანდერსონს დაუპირისპირდება, ხოლო ნიშიკორი - ტიმსს.

ბ ჯგუფი:

1.

კევინ ანდერსონი

2

2

0

4:0

2

2.

კეი ნიშიკორი

2

1

1

2:2

1

3.

როჯერ ფედერერი

2

1

1

2:2

1

4.

დომინიკ ტიმი

2

0

2

0:4

0

0.114305