კალათბურთი

11:44 | 14.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

„მეომრებმა“ ჯორჯიელებს აჯობეს

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამი შეხვედრა გაიმართა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც „ჰიუსტონმა“ 32:21 მოიგო. ყველაზე მეტი 24 ქულა კაპელამ ჩააგდო. ჯეიმს ჰარდენს 22 ქულა და 11 პასი ჰქონდა. კრის პოლს 21 ქულა ჰქონდა. „დენვერში“ 19 ქულით მორისი გამოირჩა. „ჰიუსტონი“ 6 მოგებით და 7 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა. „დენვერი“ 9 მოგებით და 5 წაგებით ამავე კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს.

„გოლდენ სტეიტმა“ საკუთარ დარბაზში „ატლანტა“ 110:103 დაამარცხა. შეხვედრაში გარდამტეხი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც „მეომრებმა“ 33:24 მოიგო. მატჩში ყველაზე მეტი 29 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო. ტომპსონს 24 ქულა ჰქონდა. „გოლდენ სტეიტი“ მოგებით და სამი წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა. სტეფ კარის შეხვედრაში მონაწილეობა საზარდულის ტრავმის გამო არ მიუღია.

„კლივლენდი“ – „შარლოტ ჰორნეტსი“ 113:89 (38:23, 29:28, 21:18, 25:20)

https://www.youtube.com/watch?v=P4T8mBRygsU

„დენვერი“ – „ჰიუსტონი“ 99:09 (30:27, 25:27, 21:32, 23:23)

https://www.youtube.com/watch?v=BWdXzIauBOw

„გოლდენ სტეიტი“ – „ატლანტა“ 110:103 (20:23, 29:29, 33:24, 28:27)

https://www.youtube.com/watch?v=ELxQH5tIYqs

თეგებინბა
0.123712