ფეხბურთი

9:57 | 14.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის პრემიერლიგას იანვრიდან ქალი უხელმძღვანელებს

ტელეარხ Discovery's Animal Planet-ის პრეზიდენტი, სიუზენ დინეიჯი 2019 წლის იანვრიდან ინგლისური პრემიერლიგის თავქალი გახდება. ის რიჩარდ სკუდამორს შეცვლის, რომელიც ორგანიზაციას 1999 წლიდან ხელმძღვანელობდა. - წერს Daily Mail.

გამოცემა სიუზენს, ბრიტანული სპორტის ყველაზე გავლენიან ქალს უწოდებს. დინეიჯი ტელებიზნესშიც ძალიან ყოჩაღი ყოფილა. Animal Planet-ის გარდა, თავის დროზე, მას MTV-სა Channel 5-ში უმუშავია.

საინტერესოა, რომ 51 წლის, განათლებით ზოოლოგი სიუზენი, „ფულემის“ ქომაგი და ამ კლუბის სეზონური აბონემენტის მფლობელი ყოფილა.

0.125121