ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში გათამაშდა მედლები და ორ წონაში ოქროს საქართველოს ნაკრების წევრები დაეუფლნენ. 55 კილოგრამში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ნუგზარ წურწუმია ავიდა, ხოლო 130 კილოგრამში – ზვიად პატარიძე. ფინალის საგზური ორივემ გუშინ მოიპოვა. დღეს კი საჩემპიონო შეხვედრებში იმარჯვეს.
ნუგზარ წურწუმიამ ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი ვიტალი კაბალოევი 3:2 დაამარცხა. ზვიად პატარიძემ კი თურქ ოსმან ილდირიმს ხუთქულიანი ჩამორჩენა შეუტრიალა – 6:5.
ხვალ საპრიზო სამეულები ბერძნულ-რომაულის დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში შეივსება. უკვე გაიმართა წინასწარი ეტაპისა და ნახევარფინალური შეხვედრები და საჩემპიონო ბრძოლაში ჭიდაობის უფლება კიდევ ორმა ქართველმა მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს რამაზ ზოიძე (72 კგ) და გელა ბოლქვაძე (82 კგ) მიუახლოვდნენ.
ზოიძემ ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა: ირანელი არსლანი (12:4), უზბეკეთის ნაკრების წევრი ვარდანიანი (11:6), რუსეთის სახელით მოჭიდავე ოგანიანი (4:3) და ყაზახი კისიმეტოვი (7:5). ფინალში კი თურქ არსლანს დაუპირისპირდება.
ბოლქვაძეს საჩემპიონო ბრძოლაში რუმინელი მეტოქე - ოჟოგი ეყოლება. დღეს გელამ ჩინელ ქიანს (5:1), ბელარუს კლიმოვიჩსა (1:1) და იაპონელ ცურუდას (5:1) აჯობა.
გიორგი მელია (97 კგ) და დათო ჩხარტიშვილი (60 კგ) ხვალ საუკეთესო შემთხვევაში კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავლენ.
მელიამ ყაზახი სირლიბაის (3:2), ლიეტუველი ფრიდრიკასისა (7:6) და გერმანელი ცირნის (9:0) ძლევის შემდეგ, უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, რუს გოლოვინთან წაგებით (0:9) და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მელიას მეტოქის ვინაობა ხვალ გაირკვევა. ერთ-ერთი სავარაუდო მოწინააღმდეგე იტალიის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ კახელაშვილია.
ჩხარტიშვილს მესამე საპრიზო ადგილს ორი მოგება აშორებს. ძირითად ბადეში ჩხარტიშვილმა სამი ბრძოლა ჩაატარა. იტალიელ სანდრონსა (9:2) და ლიეტუველ პეტრავიჩუსს (12:1) იოლად გაუსწორდა. მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ მამადოვთან მინიმალური სხვაობით (4:5) დამარცხდა და ცოტა ხანში რეპეშაჟის გზაც გაეხსნა, მას შემდეგ, რაც მამადოვმა ფინალის საგზური გაინაღდა,
დღესვე, რუმინულ ხალიჩაზე ოთარ აბულაძეც (67 კგ) გავიდა. მსოფლიოს ჩემპიონატი ესპანელ კასტილიოსთან დაჭიდებით და სასურველი ფრით (2:2) გახსნა. მერვედფინალში კი უნგრელ ლოსონცისთან წააგო (4:7) და შეჯიბრებას გამოეთიშა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გეთანხმები 100 პროცენტით, წურწუმია მაგარი ბიჭია თუ ასე გაგრძელებს უეჭველი დიდი სპორცმენი გახდება, აი პატარიძეს რაც შეეხება ასეთი გამძლეობით და თუნდაც ჭიდაობით დიდებში თითქმის უშანსოდ არის ბევრად მაგარი იყოო ორი სამი წლის უკან,სულ სხვაა ახალგაზრდებში და დიდებში ჭიდაობა, მაგრამ პოტენცია რომ აქვს ძალიან მაგარი ამას არავინ უარყოფს..
გეთანხმები 100 პროცენტით, წურწუმია მაგარი ბიჭია თუ ასე გაგრძელებს უეჭველი დიდი სპორცმენი გახდება, აი პატარიძეს რაც შეეხება ასეთი გამძლეობით და თუნდაც ჭიდაობით დიდებში თითქმის უშანსოდ არის ბევრად მაგარი იყოო ორი სამი წლის უკან,სულ სხვაა ახალგაზრდებში და დიდებში ჭიდაობა, მაგრამ პოტენცია რომ აქვს ძალიან მაგარი ამას არავინ უარყოფს..
ზვიადმა კი მოიგო, მაგრამ აშკარად რეგრესს განიცდის. გამძლეობა თუ არ გაიუმჯობესა დიდებში აშკარად გაუჭირდება. გამოჩნდა კიდეც დიდების მსოფლიოზე. მეგონა ოლიმპიადის ფავორიტი იქნებოდა, თუმცა სემიონოვს ბევრად მეტი შანსი აქვს, არადა სემიონოვს ახალგაზრდულის ფინალში რა დამაჯერებლად მოუგო. არ ვიცი ძალიან დიდი სამუშაო აქვს შესასრულებელი, თორემ შეიძლება დიდი ტალანტი ისე ჩაქრეს გაბრწყინება ვერ მოასწროს. წურწუმია კი საოცარი ბიჭია სასწაული ფინალი მოუგო რუსს თავის მსაჯებიანად, უაღრესად აქტიური იყო მთელი შეხვედრა და აქეთ გააფრთხილეს, ჩოქბჯენიდან ოსტატურად გამოუძვრა და მოუგო. ყოჩაღ! მაგრია ძალიან. დიდებშიც უჭველი გახდება მსოფლიოს ჩემპიონი. ხვალ ზოიძის იმედი მაქვს, გელას კი ძალიან ძლიერი რუმინელი ხვდება და ძალიან გაუჭირდება.