ფეხბურთი

13:37 | 2.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სნეიდერს მანჩესტერში თამაში არ სურს

სტამბოლის “გალათასარაის” ფეხბურთელი ვესლი სნეიდერი ჟურნალისტებს “მანჩესტერში” შესაძლოა გადასვლასთან დაკავშირებით ესაუბრა. ჰოლანდიელის თქმით თურქეთში დარჩენის მოტივაცია ჩემპიონთა ლიგაზე თამაშში მდგომარეობს.

“ლუის ვან გაალი ინტელექტუალური ადამიანია. ზაფხულში ლუისს სურდა ჩემი გადაბირება, ამის შესახებ ვფლობდი ინფორმაციას, თუმცა “მანჩესტერი” ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაშობს, ხოლო თურქულ კლუბთან ერთად ლიგაზე მიწევს თამაში, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია კლუბში დასარჩენად. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე არ წავსულიყავი “მანჩესტერში”, - აღნიშნა სნეიდერმა.

სნეიდერის “მანჩესტერში” შესაძლო ტრანსფერზე საუბარი სერ ალექს ფერგიუსონის მწვრთნელობის დროსაც იყო, სნეიდერის ყიდვა დევიდ მოიესსაც სურდა, მაგრამ შოტლანდიელმა სპეციალისტებმა საწადელ მიზანს ვერ მიაღწიეს.


დიმა შარიქაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130697