ფეხბურთი

22:13 | 13.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტრიპიერი ინგლისის ნაკრებს ვერ დაეხმარება

"ტოტენჰემის" და ინგლისის ნაკრების მცველი კირან ტრიპიერი ეროვნულ გუნდს ამხანაგურ შეხვედრაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ერთა ლიგის მატჩში, ხორვატიის წინააღმდეგ ვერ დაეხმარება, აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ტრიპიერმა ტრავმა "კრისტალ პალასთან" მატჩში მიიღო. მცველს საზარდული აქვს დაზიანებული. ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა თავდაპირველად ტრიპიერი გაფართოებულ სიაში შეიყვანა, თუმცა შემდეგ ექიმის რეკომენდაციით მცველს დასვენების საშუალება მისცა. კირანის გამოჯანმრთელების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.

ინგლისი ამხანაგურ შეხვედრაში ამერიკის შეერთებულ შტატებს 16 ნოემბერს თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება. ხოლო 18 ნოემბერს 18:00 საათზე ინგლისი შინ ერთა ლიგის მატჩში ხორვატიას დაუპირისპირდება.

0.106679