ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი სერიას ა-ს 2018 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ალეგრი კარიერაში იტალიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო მწვრთნელად მეოთხედ დაასახელეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ანტონიო კონტეს, ფაბიო კაპელოს და მარჩელო ლიპის აღნიშნული ტიტული კარიერაში სამჯერ აქვთ მოგებული.
სერიას ა-ს საუკეთესო მწვრთნელის წოდება ალეგრიმ პირველად 2010 წელს "მილანის" გაწვრთნის დროს მიიღო, შემდეგ კი "იუვენტუსის" თავკაცობით - (2015, 2016, 2018)