ფეხბურთი

16:46 | 13.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი: "სიტი" ინგლისის საუკეთესო გუნდია"

ინგლისური „ლივერპულის“ მცველი ვირჯილ ვან დეიკი მიიჩნევს, რომ „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის საუკეთესო გუნდია. თუმცა, ჰოლანდიელი ფეხბურთელის აზრით, „ლივერპული“ არაფერს დათმობს.

„მანჩესტერ სიტი“ მოქმედი ჩემპიონი და პრემიერლიგის საუკეთესო გუნდია. თუმცა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. მხოლოდ ჩვენს თამაშზე უნდა ვიფიქროთ.

სეზონი ძალიან გრძელია, „სიტი“ ყველა შეხვედრაში 5:0 ვერ გაიმარჯვებს, რთული მატჩებიც ექნება, ისევე, როგორც ყველას. წინ უნდა ვიყუროთ, ეს ერთადერთი სწორი გზაა“, - განაცხადა ვან დეიკმა.

შეგახსენებთ, „სიტი“ პრემიერლიგას 32 ქულით ლიდერობს, ხოლო „ლივერპული“ მეორე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105206