თამაშგარე

15:42 | 13.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბიანკა გასკოინი ამბობს, ქალი-კაცი არ ვიციო...

ალბათ გახსოვთ, ადრეც ვწერდით ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის, პოლ გასკოინის გერზე, ბიანკა გასკოინზე, რომელსაც პოლმა თავისი ყოფილი ცოლის თხოვნით საკუთარი გვარიც მისცა და შვილადაც გამოაცხადა. დღეს ბიანკა ერთ-ერთი ცნობილი და წარმატებული ფოტომოდელია და მისი სახელი მთელმა ბრიტანეთმა იცის.

ეპატაჟურობითა და ფეხაპლაკვის სიყვარულით ცნობილი ბიანკა ბოლო ერთი წელი საზოგადოების თვალთახედვის არეალიდან გამქრალი იყო და ბევრმა ჩათვალა რომ ეს გახლდათ მისს გასკოინის აღზევების დასასრული. თუმცა ნურას უკაცრავად! რამდენიმე დღის წინ ამ გოგონამ საზოგადოებას თავი კიდევ ერთხელ შეახსენა და დაგვარწმუნა, რომ იგი წარსულის მტვრით ასე მარტივად არასოდეს დაიფარება.

ბიანკა გასკოინმა ერთ-ერთ ინგლისურ ტაბლოიდთან საუბარში განაცხადა, რომ ბისექსუალია და მამაკაცებზე არანაკლებად ქალები იზიდავს. ბრიტანეთში ვარაუდობენ, რომ ბიანკამ ეს ამბავი პოპულარობისთვის მოიგონა, თუმცა ჩვენ აბა როგორ დავადგენთ მას ყველასაკენ თვალი მართლაც გაურბის თუ არა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114686