ამ დროისთვის, საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებთა მოახლოებულ მატჩზე 25 717 ბილეთია გაყიდული. ამ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელები ერთა თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას 19 ნოემბერს (21:00 საათზე) თბილისის “დინამო არენაზე” ჩაატარებენ და ისეთი პირი უჩანს, რომ ტრიბუნები ბოლომდე შევსებული იქნება (სტადიონი 54 ათასამდე მაყურებელს იტევს).
როგორც ცნობილია, ვლადიმირ ვაისის შეგირდებს ჯგუფში პირველი ადგილი განაღდებული აქვთ, თუმცა, უკეთესო საპლეიოფო ადგილის დასაკავებლად, შესაძლოა, ყაზახეთთან თამაში გადამწყვეტი გამოდგეს.
აღნიშნულის გამო, თამაშზე წასვლას ისედაც ბევრი ქომაგი გეგმავდა, თავის მხრივ კი, ჩინებული ნაბიჯი გადადგა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც, რომელმაც ბილეთებს სიმბოლური ფასი – 1 ლარი დაადო.