„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ წლევანდელ პრემიერლიგას ჩემპიონობის ხუთი კანდიდატი ჰყავს.
„ვფიქრობ, „სიტის“ გარდა, ტიტულისთვის „ლივერპული,“ „ჩელსი,“ „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ იბრძოლებენ. მაგალითად, „ლივერპულს“ მხოლოდ ორი ქულით ვუსწრებთ.
შარშან „ენფილდზე“ ქულები ვერ მოვიპოვეთ, წლეულს კი ფრედ ვითამაშეთ. გასულ სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სტუმრად დავმარცხდით, ახლა კი მოვუგეთ.
მატჩების უმრავლესობას „სიტი“ კარგად ატარებს, მაგრამ კიდევ გვაქვს გარკვეული პოზიციები დასახვეწი.
ახლა ჯერ ნოემბერია, პირველი წრეც არ დამთავრებულა. წინ კიდევ ბევრი მატჩებია და სეზონის ბოლომდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.“ - უთხრა გვარდიოლამ Sky Sports-ს.
12 ტურის შემდეგ, „სიტიმ“ 32 ქულა მოაგროვა და პრემიერლიგის ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.