ფეხბურთი

9:04 | 13.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სტარიჯს ტოტალიზატორთან კავშირში ადანაშაულებენ

ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია „ლივერპულის“ შემტევ დანიელ სტარიჯს, ტოტალიზატორთან ართანამშრომლობის წესის დარღვევას ედავება.

Daily Mail-ის ცნობით, შემთხვევა შესაძლოა, წლეულს იანვარში მომხდარიყო, როცა სტარიჯი „ლივერპულიდან“ „ვესტ ბრომვიჩში“ იყო განათხოვრებული.

სტარიჯმა 20 ნოემბერს უნდა უპასუხოს ბრალმდებლებს.

ასოციაციას ბრალის წაყენებამდე რვათვიანი გამოძიება ჩაუტარებია და თუ 29 წლის ფეხბურთელს ტოტალიზატორთან კავშირი დაუმტკიცდა, „ლივერპულთან“ არსებული კონტრაქტის ბოლო წელიწადს, შესაძლოა, ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდეს.

გამოცემას ჯოუ ბარტონის მაგალითიც მოჰყავს, რომელიც თავის დროზე, მსგავსი მაქინაციების გამო, 18 თვით მოკვეთეს ფეხბურთიდან.

წლევანდელ სეზონში სტარიჯმა „ლივერპულის“ მაისურით 7 მატჩი ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098728