ფეხბურთი

1:40 | 13.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. „ჯვაროსნები“ ანდორაში შეკრიბნენ, თუმცა არასრული შემადგენლობით.

როგორც სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება, ნაკრებმა მსუბუქად ივარჯიშა. ეროვნულ გუნდს 13 ნოემბერს შეუერთდებიან ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა კანკავა და სოლომონ კვირკველია.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ანდორის ნაკრებთა მატჩი 15 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება. ამ დროისთვის ქვეჯგუფს 12 ქულით „ჯვაროსნები“ ლიდერობენ და ნახევარფინალის საგზური განაღდებული აქვთ.

აქვე, ეროვნული გუნდის შემადგენლობა დამდეგი ორი მატჩისთვის:

მეკარეები: გიორგი ლორია (უკლუბოდ), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი)

0.15577