სხვა

19:59 | 12.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები თურქმენეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

დღეს დილით თურქმენეთიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები, რომელმაც 1-10 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველ ძალოსნებს დახვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. სპორტსმენებს ასევე დახვდნენ ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენლები, სპორტსმენები, სპორტის გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და ახლობლები, მედიის წარმომადგენლები.
მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსნებმა 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი მესამე ადგილი დაიკავეს.

www.geonoc.org.ge

0.113209