ჭიდაობა

17:50 | 12.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

წურწუმია და პატარიძე ნახევარფინალში იჭიდავებენ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების ნაკრების უმსუბუქესი და უმძიმესი წევრები ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) და ზვიად პატარიძე (130 კგ.) 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირმა სტარტი დღეს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში აუღო და ხალიჩაზე 5 ქართველი მოჭიდავე ვიხილეთ.
წურწუმიამ გზიდან სომეხი ნორაირ აკობიანი (3:2) და ბულგარელი ნედიალკო პეტროვი (4:1) ჩამოიცილა, ფინალის საგზურისთვის კი ყირგიზ ბალბაი დორდოკოვს გაეჯიბრება.
პატარიძემ საკმაოდ რთული გზა გაიარა და მერვედფინალსა და მეოთხედფინალში, შესაბამისად, ირანელ ჰოსეინ იუსუფიაჰმადჩალისა (4:1) და რუს ნოხჩო ლაბაზანოვს (5:1) აჯობა. ნახევარფინალში მისი მეტოქე ფინელი კონსტა მაეენპაეაე იქნება.
რეპეშაჟში გადასვლის შანსი აქვთ ბაკურ გოგოლსა (77 კგ.) და გურამ ხეცურიანს (87 კგ.). ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი, ის ფალავნები, რომელთანაც ქართველები დამარცხდნენ, ფინალში გასვლას მოახერხებენ.
გოგოლი კვალიფიკაციაში მოლდოველ დანიელ კატარაგასთან 0:7 დამარცხდა, ხეცურიანმა კი უნგრელ ბერტალან პაპსა (7:4) და პოლონელ მიხალ დიბკას (9:1) აჯობა, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ ისლამ აბასოვთან 1:2 წააგო.
სამწუხაროდ, მალევე დაასრულა ასპარეზობა ლევან ქავჟარაძემ (63 კგ.), რომელიც მერვედფინალში სომეხ სლავიკ გალსტიანთან 2:10 დამარცხდა.
მსოფლიო პირველობაზე დღევანდელი ნახევარფინალები თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119352