ფეხბურთი

18:50 | 12.11.2018 | ნანახია 1449 - ჯერ

"მილანის" ფანებმა ბონუჩი გემის მოღალატე კაპიტანს შეადარეს

ტურინის „იუვენტუსის“ მცველ ლეონარდო ბონუჩის „მილანთან“ არ უთამაშია, მაგრამ ყოფილი გუნდის გულშემატკივრების ობსტრუქციას თავი მაინც ვერ აარიდა.

Curva Sud-ის ტრიბუნაზე „როსონერის“ ტიფოზებმა ბანერი გამოფინეს, რომელზეც ვკითხულობთ:

„ბონუჩი, შენზე უარესი მხოლოდ სკეტინოა“.

ფრანჩესკო სკეტინო „კოსტა კონკორდიას“ გემის ყოფილი კაპიტანია. ლაინერმა კატასტროფა განიცადა, თუმცა სკეტინომ გემი ეკიპაჟის სხვა წევრებაზე ადრე დატოვა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:17 | 13.11.2018
ogafa (10230)

რას დარბოდა იქეთ აქეთ

00:01 | 13.11.2018
რაჭა (10043)

ყველა ერს, რომ თავის ხვითო ყავს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.149149