ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ფუკუოკაში მიმდინარე ნოემბრის სუპერტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა VIDEO.
ტოჩინოშინი, რომელიც კიუშიუ ბაშოს დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდებით შეხვდა, დღეს, აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ნიშიკიგის გაეჯიბრა და იორიკირით მოიგო.
ნოემბრის ბაშოს მე-3 დღეს ქართველი სეკიტორის პირისპირ აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა მიოგირიუ დადგება, რომელსაც ჩვენებური ურთიერთშეხვედრებში 11:7-ს უგებს.
საინტერესოა, რომ დღეს მიოგირიუმ იორიტაოშით აჯობა ტურნირზე მოასპარეზე ერთადერთ იოკოძუნა კისენოსატოს, რომელმაც უკვე მეორედ წაიფორხილა.