ფეხბურთი

14:09 | 12.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავა ტურის სიმბოლურშია

საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. Football.ua-მ ჩვენებურის თამაში პოლტავს „ვორსკლასთან“ (2:0) მოგებულ შეხვედრაში გამოარჩია.

გამოცემამ დაწერა, რომ ხოჭოლავა დაცვაში საიმედო იყო, მეტოქე გუნდის შემტევისთვის თავისუფლება არ მიუცია და მეწყვილეს დაცვის ცენტრში, კრივცოვს კარგად უგებდა.

ნამატჩევს, კომენტარი თავად ქართველმა ფეხბურთელმაც გააკეთა:

„პოლტავაში“ თამაში რთულია, ჰქონდათ 2-3 კარგი მომენტი, მაგრამ ჩვენ კმაყოფილები ვართ შედეგით, სამი ქულა მოვიპოვეთ. დაცვაში იდეალურად არ გვითამაშია, რადგან „ვორსკლას“ სახიფათო მომენტების საშუალება მივეცით. მოედნის საფარი? ცუდი იყო, 10-ქულიდან შვიდს დავუწერდი, მაგრამ ასეთ სიცივეში სხვაგვარად რთულიცაა“, - აღნიშნა ხოჭოლავამ.

„შახტარს“ 15 ტურის თავზე 40 ქულა აქვს და კიევის „დინამოს“ 8 ქულით უსწრებს. 25 წლის ქართველი მცველის აქტივში კი 13 მატჩი და 1 გოლია (11 უკრაინის ჩემპიონატში, 1 უკრაინის თასზე და 1 ჩემპიონთა ლიგაზე).

0.117343