ფეხბურთი

13:38 | 12.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯიმი ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრებისა და „უფას“ მცველი ჯიმი ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მოსკოვის „სპარტაკთან“ ჩატარებული თამაშის შემდეგ ტაბიძე Sport-express-მა გამოარჩია და 7-ქულიანი შეფასებაც დაუწერა.

„ქართველმა ეშჩენკო გააწამა და ორგანიზება გაუწია „უფას“ ორივე გოლს“, - წერს გამოცემა.

ტაბიძე, რომელიც ცენტრალური მცველია, ბოლო დროს მარცხენა ფლანგზე ირჯება და ჩინებულადაც. „სპარტაკთან“ დაცვაშიც უშეცდომო იყო და შეტევაშიც აქტიურად ერთვებოდა. „სახალხო გუნდის“ კარში ორივე გოლი „უფამ“ სწორედ მისი გადაცემების შედეგად გაიტანა.

ეს კარგი სიგნალია. ვიმედოვნებთ, ვლადიმირ ვაისმა ნახა მისი თამაშები, საქართველოს ნაკრებს მარცხენა მცველის პოზიციაზე ნამდვილად არ ულხინს...

0.145616