კალათბურთი

14:45 | 12.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰარდენმა 40 ქულა ჩააგდო, ჩენდლერმა ბოლო წამზე დააფარა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.

„ლეიკერსმა“ შინ „ატლანტა“ 107:106 დაამარცხა. მატჩის ბოლო წამზე ჯორჯიელთა კალათბურთელი იანგი სამწამიანში შევიდა, სადაც ტაისონ ჩენდლერი დახვდა და დააფარა. მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა ლებრონ ჯეიმსმა ჩააგდო. „ატლანტაში“ საუკეთესო 23 ქულით პრინსი გახლდათ. „ლეიკერსი“ 7 მოდებით და 6 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა.

„ჰიუსტონ როკეტსმა“ საკუთარ დარბაზში „ინდიანა“ 115:103 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ტეხასელებმა 44:23 მოიგეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯეიმს ჰარდენი გახლდათ, რომელმაც გუნდს 40 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა შესძინა. კრის პოლს 26 ქულა ჰქონდა. „ორლანდოში“ 22 ქულით და 10 მოხსნით ვიქტორ ოლადიპო გამოირჩა.

„პორტლენდმა“ „ბოსტონი“ 100:94 დაამარცხა. პორტლენდელებმა პირველი ტაიმი 17 ქულით მოიგეს, მეორე ნახევარში ბოსტონელებმა სხვაობის ბოლომდე აღმოფხვრა ვეღარ მოახერხეს. „ბოსტონში“ საუკეთესო 27 ქულით ტატუმი გახლდათ, ირვინგმა 21 ქულა ჩააგდო. ლილარდმა გუნდს 19 ქულა, 12 პასი და 5 მოხსნა შესძინა.


„დეტროიტი“ – „შარლოტი“ 103:113 (27:24, 22:27, 26:32, 28:30)

https://www.youtube.com/watch?v=WJ9wDf7rEgg

„ჰიუსტონი“ – „ინდიანა“ 115:103 (32:31, 44:23, 26:27, 13:22)

https://www.youtube.com/watch?v=CnRNx8YF4ck

„ნიუ იორკი“ – „ორლანდო“ 89:115 (10:30, 30:35, 20:22, 29:28)

https://www.youtube.com/watch?v=sSKWuir2sWU

„დენვერი“ – „მილოუკი“ 114:121 (35:33, 24:30, 29:36, 26:22)

https://www.youtube.com/watch?v=Mem1_WQ94mo

„პორტლენდი“ – „ბოსტონი“ 100:94 (26:21, 28:16, 29:33, 17:24)

https://www.youtube.com/watch?v=U2nE_DDb9iU

„ლეიკერსი“ – „ატლანტა“ 107:106 (28:22, 24:31, 32:22, 23:31)

https://www.youtube.com/watch?v=7rZGu3A5Aro

0.117988