კალათბურთი

12:01 | 12.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 2 ქულა და მარცხი „შარლოტთან“

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტი“ შინ „შარლოტ ჰორნეტსთან“ 103:113 დამარცხდა. ზაზა პარკეტზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და სულ 9 წუთი და 29 წამი ითამაშა. ამ დროში ფაჩულიამ გუნდს 2 ქულა და 5 მოხსნა შესძინა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას მიჩიგანელებმა პირველი პერიოდი სამი ქულით მოიგეს, ამის შემდეგ დარჩენილ სამ პერიოდში წააგეს. 24-24 ქულით „ჰორნეტსში“ კემბა უოკერი და ტონი პარკერი გამოირჩნენ. „დეტროიტში“ საუკეთესო ანდრე დრამონდი გახლდათ, რომელმაც გუნდს 23 ქულა და 22 მოხსნა შესძინა.

„დეტროიტი“ ექვსი მოგებით და ამდენივე მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას გასვლაზე „ტორონტოს“ წინააღმდეგ გამართავენ, მატჩი 15 ნოემბერს თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112321