ფეხბურთი

11:35 | 12.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "იგუაინის რეაქცია გასაგები იყო"

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ გონსალო იგუაინის გაძევებაზე კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელის თქმით ის თავის ყოფილ თანაგუნდელს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა, რადგან დამატებითი სასჯელი თავიდან აეცილებინა.

„იგუაინს დამშვიდება ვთხოვე, რადგან უფრო მკაცრი სასჯელისგან თავი აერიდებინა. სერიოზული არაფერი გაუკეთებია, თუმცა მისი მესმის, რადგან როდესაც აგებ ეს გაღიზიანებას იწვევს და რეაქციაც გასაგები იყო“, - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა „შავ-წითლების“ მარცხით (0:2) დასრულდა. გოლები კი მარიო მანჯუკიჩმა და კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113338