ჩოგბურთი

11:08 | 12.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა წლის შემაჯამებელი ტურნირი მარცხით დაიწყო

ლონდონში პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო. პირველ დღეს B ჯგუფის ორი შეხვედრა გაიმართა.

პირველ შეხხვედრაში მოულოდნელად დამარცხდა როჯერ ფედერერი. შვეიცარიელმა ლეგენდამ იაპონელ კეი ნიშიკორთან შეხვედრა ორ სეტში დათმო - 6:7, 3:6.

საინტერესო გამოდგა სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონისა და ავსტრიელი დომინიკ ტიმის დაპირისპირებაც. კევინმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და მეტოქის დამარცხება ორ სეტში (6:3, 7:6) მოახერხა.

აღნიშნულ შეჯიბრში მონაწილეობას 2018 წლის საუკეთესო შედეგების მქონე 8 ჩოგბურთელი იღებს, რომლებიც A და B ჯგუფებში არიან განაწილებული.

0.119191