ავტოსპორტი

2:24 | 12.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა გაიმარჯვა, „მერსედესი“ ჩემპიონია

ბრაზილიის დიდი პრიზის რბოლა ლუის ჰამილტონმა მოიგო, „მერსედესის“ გუნდმა კი სეზონის დასრულებამდე ერთი ეტაპით ადრე, მსოფლიო ჩემპიონის ზედიზედ მეხუთე ტიტული გაინაღდა. ჰამილტონისთვის, ვინც თავისი მეხუთე ტიტული ერთი ეტაპით ადრე, მექსიკაში განაღდა, ეს ამ სეზონში მე-10 და კარიერაში 72-ე გამარჯვებაა.

ჰამილტონმა სტარტი პოულიდან აიღო და რბოლის პირველი ნაწილი ლიდერის რანგში გაატარა. მე-40 წრეზე კი მას საკმაოდ ადვილად გაასწრო მაქს ფერსტაპენმა, ვისაც საბურავი ახალი შეცვლილი ჰქონდა. ისე ჩანდა, რომ ჰოლანდიელს ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვებაში ხელს ვერავინ შეუშლიდა, მაგრამ ასე არ მოხდა - მისი გასწრება წრეზე ჩამორჩენილმა ესტებან ოკონმა სცადა. ეს ავანტიურა კი შეჯახებით დასრულდა, რა დროსაც ინციდენტის ორივე მონაწილე დატრიალდა. ფერსტაპენი მალევე დაუბრუნდა რბოლას, თუმცა უკვე ჰამილტონის უკან და თან მანქანის დაზიანებული ძირით. და მან ლიდერობის დაბრუნება ვეღარ მოახერხა.

„ესეც ასე, ეს დუბლია მეგობარო. მერსედეს AMG მსოფლიო ჩემპიონია“, - ფინიშის გადაკვეთის შემდეგ, რადიოთი ახარეს ჰამილტონს. „ეს განსაკუთრებული მოგზაურობაა მათთან ერთად. ამისთვის მათ მთელი სეზონის განმავლობაში ბევრი იშრომეს. ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ჩემთვის დიდი პატივია მათთან ერთად ასპარეზობა. დღეს ტიტული გამარჯვებით მოვიპოვეთ, რაც იოლი არ იყო, რადგან რბოლის ბოლოს პრობლემები გვქონდა“, - განაცხადა 33 წლის ბრიტანელმა.

აქამდე მხოლოდ „ფერარის“ ჰქონდა ზედიზედ ხუთი გუნდური ჩემპიონატი მოგებული. ეს 1999-2004 წლებში მოხდა, როცა მარანელოელთა გუნდში მიხაელ შუმახერი გამოდიოდა.

ბრაზილიის დიდი პრიზი

სან პაულუ, ინტერლაგუში, დისტანცია 305.939 კმ (4309 მ, 71 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:27:09.066
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1.469
  3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 4.764
  4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 5.193
  5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 22.943
  6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 26.997
  7. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 44.199
  8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 51.230
  9. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 52.857
  10. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1 წრე
  11. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1 წრე
  12. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1 წრე
  13. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1 წრე
  14. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1 წრე
  15. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1 წრე
  16. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 2 წრე
  17. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 2 წრე
  18. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 2 წრე
  19. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 38 წრე
  20. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 50 წრე

უსწრაფესი წრე: ვალტერი ბოტასი - 1:10.540 (65-ე წრე, 219.909 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 383 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 302; 3. კიმი რაიკონენი - 251; 4. ვალტერი ბოტასი - 237; 5. მაქს ფერსტაპენი - 234; 6. დანიელ რიკარდო - 158; 7. ნიკო ჰულკენბერგი - 69; 8. სერხიო პერესი - 58; 9. კევინ მაგნუსენი - 55; 10. ფერნანდო ალონსო - 50; 11. ესტებან ოკონი - 49; 12. კარლოს საინსი - 45; 13. რომენ გროჟანი - 35; 14. შარლ ლეკლერი - 33; 15. პიერ გასლი - 29; 16. სტოფელ ვანდოორნი - 12; 17. მარკუს ერიკსონი - 9; 18. ლანს სტროლი - 6; 19. ბრენდონ ჰარტლი - 4; 20. სერგეი სიროტკინი - 1

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 620 ქულა; 2. ფერარი - 553; 3. რედ ბული - 392; 4. რენო - 114; 5. ჰაასი - 90; 6. მაკლარენი - 62; 7. ფორს ინდია - 48; 8. ზაუბერი - 42; 9. ტორო როსო - 33; 10. უილიამსი - 7

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.201248