ფეხბურთი

23:37 | 11.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერმა“ „სიტის“ ვერაფერი დააკლო

აფიშა: „სიტი“ – „მანჩესტერი“ ყოველთვის ომს გულისხმობს ხოლმე, მაგრამ ამჯერად ასე არ გამოვიდა. მათი 177-ე ჯახი, „ქალაქელთა“ დიდი უპირატესობით წარიმართა და „სიტის“ დამსახურებული გამარჯვებით დამთავრდა. ტაბლოზე გამოსახული 3:1 არავის უნდა გაუკვირდეს. პირველი ტაიმი ხომ მასპინძელთა იყო და მეორეს ნაწილიც. სილვასა და აგუეროს გოლების შემდეგ, მასპინძლები ცოტა მოეშვნენ და უმალვე პენალტიც მიიღეს. მაგრამ, მალევე გამოერკვნენ და ისევ შეუტიეს. შედეგად, დამთავრებამდე ოთხი წუთით ადრე, გიუნდოგანმა მესამე გაიტანა.

„ლივერპულმა“ ბოლო დროს ცოტა შეაფიქრიანა ქომაგები და „ფულემთან“ მატჩის პირველ 15 წუთშიც ცოტა უნიათიოდ ირჯებოდა, მაგრამ მოჰამედ სალაჰის გოლმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. მანამდე, მსაჯმა სამართლიანად არ ჩაუთვალა სტუმარ მიტროვიჩს გოლი და ამან „ფულემი“ კიდევ უფრო დააბნია.

მერე შაჩირიმ მეორეც გაიტანა და ყველაფერი გასაგები გახდა. ეს ის შემთხვევაა, „კალასით მოუგოო“ რომ იტყვიან ხოლმე

ჯორდან პიკფორდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტყუილად არ ითვლება ინგლისის ნაკრების მთავარ მეკარედ. სწორედ მისმა ჩინებულმა თამაშმა განაპირობა, რომ „ჩელსიმ“ „ევერტონს“ ვერ მოუგო. ვაღიაროთ, „არისტოკრატები“ უკეთესები იყვნენ, მაგრამ ჯამში უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგეს.

„ვულვერჰეპტონმა“ კი ფიცხელი ბრძოლა გაუმართა კიდევ ერთ ლიდერს, ბოლო დროს მოფერიანებულ „არსენალს.“ უგებდა კიდეც. „პორტუგალიური სათვისტომო“ მერეც იკბინებოდა, მაგრამ „არსენალმა“ ნელ-ნელა გამოასწორა თამაში, ობამეიანგმა ძელსაც გაარტყა ბურთი. მერე უნაი ემერიმ მინდორზე მხითარიანი და რემზი შეიყვანა. სწორედ სომეხი ფეხბურთელი გახდა „მეთოფეთა“ მშველელი, როცა დამთავრებამდე სამი წუთით გაათანაბრა ანგარიში.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-12 ტური. 11 ნოემბერი

ლივერპული - ფულემი 2:0

ლივერპული. „ენფილდი.“ 53 128

1:0 სალაჰი (41), 2:0 შაჩირი (53)

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდრ-არნოლდი, ვან დეიკი, გომესი, რობერტსონი, ფაბინიო (კეიტა 90+2), ვეინალდუმი (ჰენდერსონი 69), ფირმინო, მანე, სალაჰი, შაჩირი (მილნერი 82)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ფულემი: რიკო, ოდოი, ჩემბერსი, ლე მარშანი, კრისტი, მოუსონი, სესენიონი, კერნი (სერი 63), შიურლე (ვიეტო 78), ანგისა (იოჰანსენი 84), მიტროვიჩი

მწვრთნელი: სლავიშა იოკანოვიჩი

მსაჯი: პოლ ტირნი

გაფრთხილება: გომესი (77); ჩემბერსი (59)

ჩელსი - ევერტონი 0:0

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“ 40 345

ჩელსი: კეპა, რუდიგერი, ალონსო, ასპილიკუეტა, დავიდ ლუისი, ჟორჟინიო (ფაბრეგასი 64), კანტე, კოვაჩიჩი (ბარკლი 82), აზარი, ვილიანი (პედრო 68), მორატა

მწვრთნელი: მაურიციო სარი

ევერტონი: პიკფორდი, კინი, დინი, მინა, კოულმენი, გომეში, სიგურდსონი (ჯაგიელკა 76), გუეი, ბერნარდი (ლუკმანი 64), უოლკოტი, რიშარლისონი (კალვერტ-ლევინი 89)

მწვრთნელი: მარკო სილვა

მსაჯი: კევინ ფრენდი

გაფრთხილება: ჟორჟინიო (28), კანტე (33), რუდიგერი (45+2), მორატა (88); მინა (22), ბერნარდი (45+2), პიკფორდი (73)

არსენალი - ვულვერჰემპტონი 1:1

ლონდონი. „ემირეითსი.“ 60 030

0:1 კავალიერო (13), 1:1 მხითარიანი (86)

არსენალი: ლენო, ბელერინი, ჰოლდინგი, მუსტასფი, კოლაშინაცი (მხითარიანი 76), იოზილი (რემზი 75), ტორეირა, ივობი (გენდუზი 46), ჯაკა, ლაკაზეტი, ობამეიანგი

მწვრთნელი: უნაი ემერი

ვულვერჰემპტონი: პატრისიუ, დოჰერტი, ბენეტი, ბოლი, კოადი, კასტრო, ნევეში, მოუტინიუ, კავალიერუ (ჟოტა 61), ხიმენესი (გიბს-უაიტი 85), კოშტა (ტრაორე 75)

მწვრთნელი: ნუნუ ეასპოზიტუ

მსაჯი: სტიუარტ ეტველი

გაფრთხილება: იოზილი (69), ბელერინი (78); დოჰერტი (71), კოშტა (74)

სიტი - მანჩესტერი 3:1

მანჩესტერი. „ეტიჰადი.“ 54 316

1:0 სილვა (12), 2:0 აგუერო (48), 2:1 მარსიალი (58, პენ), 3:1 გიუნდოგანი (86)

სიტი: ედერსონი, უოკერი, სტოუნზი, ლაპორტი, მენდი, ბერნარდუ სილვა, დავიდ სილვა (ფოდენი 90+3), ფერნანდინიო, მაჰრეზი (სანე 62), სტერლინგი, აგუერო (გიუნდოგანი 75)

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მანჩესტერი: დე ხეა, ლინდელოფი, სმოლინგი, იანგი, შოუ, ლინგარდი (ლუკაკუ 57), ერერა (მატა 73), ფელაინი, მატიჩი, რაშფორდი (სანჩესი 73), მარსიალი

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: ბერნარდუ სილვა (33); შოუ (42)

Loading...
სტატისტიკა
0.259789