ფეხბურთი

1:12 | 12.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფრე სუპერკლასიკოში

ლიბერტადორესის თასის ფინალის პირველმა შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. არგენტინული სუპერკლასიკო „ბოკა ხუნიორსსა“ და „რივერ პლეიტს“ შორის თვალსასეიროც გამოდგა და უხვგოლიანიც.

მთლიანობაში დაფიქსირებული შედეგი სამართლიანია, თუმცა ეპიზოდებში „რივერი“ გაცილებით გააზრებულ ფეხბურთს აჩვენებდა. სწორედ მარსელო გალიარდოს შეგირდებს შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, თუმცა ორ ეპიზოდში მასპინძელთა კარის დარაჯი როსი იყო დამაჯერებელი. აი, „ბოკას“ პრაქტიკულად პირველი გააზრებული შეტევა გოლით დასრულდა. აბილამ საჯარიმოში ბურთი მოიხელთა და დაარტყა. ვერ გაისარჯა დამაჯერებლად მისი ვიზავი ფრანკო არმანი და არცთუ დამაჯერებლად მოიგერია. ეპიზოდი გაგრძელდა, ბურთი ისევ აბილას მიუვიდა, რომელმაც მიუხედავად მახვილი კუთხისა დაარტყა და „ბომბონერა“ ზეიმს მიეცა. აქაც არ იყო დამაჯერებელი არმანი, რომელმაც ახლო კუთხეში გაუშვა.

მასპინძელთა სიხარული ნაადრევი და ხანმოკლე გამოდგა. ზუსტად ორ წუთში ლუკას პრატო დიდებულად ითამაშა და მეკარეს შორეულ კუთხეში შანსი არ დაუტოვა. ტაიმი მაინც „ბოკას“ გამარჯვებით დასრულდა. ბენედეტომ, რომელმაც მანამდე ტრავმირებული პავონი შეცვალა, ნახევარფინალური მატჩების მსგავსად ისევ მოახერხა გატანა. ამჯერად ვილას სტანდარტულის შემდეგ თავით საგოლედ შეუცვალა ბურთს მიმართულება - 2:1.

მეორე ნახევარში „რივერმა“ უფრო მეტად მოინდომა და შედეგსაც მიაღწია. გოლი ისევ სტანდარტიდან გავიდა, ოღონდ ამჯერად, იზკერდოსმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და თავისი გუნდი დააღალატა. მერე არაფერი შეცვლილა და პირველი ჯახი ფრედ დასრულდა.

ფინალის საპასუხო შეხვედრა უკვე „მილიონარიოსის“ სახლში გაიმართება. „მონუმენტალი“ გადამწყვეტ შეხვედრას 25 ნოემბერს უმასპინძლებს.

„ბოკა ხუნიორსი“ – „რივერ პლეიტი“ 2:2 (2:1) VIDEO

ბუენოს აირესი, „ბომბონერა“

„ბოკა ხუნიორსი“ (4-3-3): როსი; ხარა (ბუფარინი 83), იზკერდოსი, მაგალინი. ოლასა; ნანდესი, ბარიოსი, პერესი (ძუკულინი 75); ვილა (ტევესი 73), აბილა, პავონი (ბენედეტო 27)

მწვრთნელი: გოლერმო ბაროს შელოტო

„რივერ პლეიტი“ (3-5-2): არმანი; მაიდანა, მარტინესი (ფერნანდესი 58), პინოლა; მონტიელი, პალასიოსი, პერესი, მარტინესი (კინტერო 77), კასკო; ბორე, პრატო

მწვრთნელი: მარსელო გალიარდო

გოლები: 1:0 აბილა (34), 1:1 პრატო (36), 2:1 ბენედეტო (45), 2:2 იზკერდოსი (61, ა.გ)

გაფრთხილება: ხარა (37), ვილა (44), აბილა (48), ტევესი (90) - კასკო (67), ბორე (76)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 12 (5) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: რობერტო ტობარი (ჩილე)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.154058