ჭიდაობა

23:59 | 11.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

16 ნოემბრიდან “თავისუფლების” ჯერია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატში 16 ნოემბერს ჩაებმება, საპრიზო სამეულები კი ათივე წონით კატეგორიაში 17-18 ნოემბერს შეივსება.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ჩვენმა მოჭიდავეებმა წინასაჩემპიონატო მოსამზადებელი ციკლის დასკვნითი შეკრება დუშეთში გაიარეს, ნაკრების შემადგენლობა კი ასეთი გამოიყურება:
57 კგ. – რობერტ დინგაშვილი (ყვარელი)
61 კგ. – ამირან ვახტანგიშვილი (გორი)
65 კგ. – ედემი ბოლქვაძე (სამტრედია)
70 კგ. – გიორგი სულავა (ქუთაისი)
74 კგ. – ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)
79 კგ. – ნიკა კენჭაძე (ამბროლაური)
86 კგ. – საბა ჩიხრაძე (რუსთავი)
92 კგ. – ირაკლი მწითური (თბილისი)
97 კგ. – გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)
125 კგ. – როლანდ ანდრიაძე (ხონი)

განრიგი
16 ნოემბერი
57, 65, 70, 79 და 97 კილოგრამი წონითი კატეგორიები – წინასწარი ეტაპის და ნახევარფინალური შეხვედრები

17 ნოემბერი
61, 74, 86, 92 და 125 კილოგრამი წონითი კატეგორიები – წინასწარი ეტაპის და ნახევარფინალური შეხვედრები
57, 65, 70, 79 და 97 კილოგრამი წონითი კატეგორიები – ფინალები

18 ნოემბერი
61, 74, 86, 92 და 125 კილოგრამი წონითი კატეგორიები – ფინალები

0.115135