საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწია. რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ტურნირზე ჩვენმა დელეგაციამ 8 მედლის (4 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) მოიპოვა.
მსოფლიოს ჩემპიონები ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ.), ბექა ბერულავა (82 კგ.), ნინო ოძელაშვილი (72 კგ.) და ელენე ქებაძე (+82 კგ.) გახდნენ, ვერცხლი ბექა ბერძენიშვილმა (+100 კგ.) დაისაკუთრა, ბრინჯაო კი გივი ნადარეიშვილს (52 კგ.), პაატა ღვინიაშვილსა (90 კგ.) და დავით ლორიაშვილს (100 კგ.) ერგოთ.
აღსანიშნავია, ვაჟთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მე-2 ადგილი დაიკავა, გოგონები კი მე-3 პოზიციაზე გავოდნენ, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.