სენაკსა და თბილისში გაგრძელდა საქართველოს ჩემპიონატი ხელბურთში გოგონათა შორის. პირველი ქულა დაკარგა ლიდერმა, ფოთის ოქროს ვერძმა, რომელმაც ფრედ, 10-10 ითამაშა სამტრედიის გუნდთან.
ამ მატჩებით აღმოსავლეთისა და დასვლეთის ოთხეულებმა ერთმანეთში 2 წრე გაასრულეს და, რადგანაც, დასავლეთში 5 გუნდია და აღმოსავლეთში - 4, დასავლეთის ხუთეულს ჯერჯერობით 2 მატჩით მეტი აქვს. აღმოსავლეთ-დასავლეთის პირველი საერთო ტური ნოემბრის მესამე დეკადაში გაიმართება თბილისში და ცხრილიც მეტად დალაგდება. ჯერჯერობით, დაკარგული ქულებით მეორე-მესამე ადგილებზე არიან ქარიშხალა და ყვარელი, შემდეგ მოდის შარშანდელი ჩემპიონი აჭარა, შემდეგ - პეგასი და სამტრედია.
12-14 ნოემბერს სენაკის სპორტის სასახლეშივე დაიწყება ქალთა ეროვნული ჩემპიონატიც და პირველ მატჩებს ჩაატარებს დასავლეთ საქართველოს 4 გუნდი - ფოთი, აჭარა, წყალტუბო და სამტრედია. მამული, ქარიშხალა, პეგასი და ყვარელი შეჯიბრებაში ნოემბრის ბოლოს ჩაერთვებიან.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19
გოგონები, 17 წლამდე
10 ნოემბერი, არენა 2
პეგასი - ყვარელი 16-18
მამული - ქარიშხალა 26-32
ყვარელი - მამული 26-14
მსაჯები: ი. ჭკუასელი - ზ. აბრამიშვილი, ი. გოგოლაძე - გ.სურმავა
11 ნოემბერი, სენაკი
წყალტუბო - აჭარა 9-21
ბსბ ბათუმი - სამტრედია 7-15
ფოთი - წყალტუბო 14-11
აჭარა - ბსბ ბათუმი 24-9
სამტრედია - ფოთი 10-10
მსაჯები: შ. სტურუა, გ. გველესიანი, ი. ჭკუასელი
------------------თ---მ---ფ---წ-----ბ------ქ
ფოთი-----------8---7---1---0---131-91--15
აჭარა------------8---6---0---2--161-103--12
ყვარელი--------6---4---1---1---115-86---9
სამტრედია-----8---4---1---3--124-106---9
ქარიშხალა-----6---4---1---1--149-133---9
პეგასი-----------6---3---0---3--116-104---6
ბათუმი---------8---1---1---6---80-131---3
წყალტუბო-----8---0---1---7---82-147---1
მამული---------6---0---0---6---97-154---0







