ფეხბურთი

15:35 | 11.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ის ბოლოა, ვინც ჩაკვეტაძე ვერ დააფასა

„ის ბოლო ადამიანია, რომელსაც მისი არ სჯეროდა და ვერ დააფასა“ - ასე იწყებს ბელგიური გამოცემა Voetbalnieuws-ი, მოკლე წერილს, რომელიც გიორგი ჩაკვეტაძეს ეხება.

საქმე ისაა, რომ ბელგიის იუპილერ ლიგაში დღეს ბრიუსელში „ანდერლეხტი“ „გენტს“ უმასპინძლებს. ბრიუსელელებს ჰეინ ვანჰაეზბრუკი წვრთნით, რომელიც ადრე „გენტში“ მუშაობდა და ჩაკვეტაძის პირველი მწვრთნელი იყო ბელგიაში. როგორც წერილშია ნათქვამი, გამოცდილი სპეციალისტი ჩაკვეტაძის ყიდვის წინააღმდეგი იყო და როცა გაიგო, რომ მასში „ბაიერნი“ 6 მილიონს იხდიდა, მაშინვე თქვა, გავყიდოთო.

საქმე ისაა, რომ "გენტი" "დინამოსთან" უკვე შეთანხმებული იყო, მაგრამ ვინაიდან ქართველი ჯერ კიდევ არ გახლდათ სრულწლოვანი (18 წლის), საქართველოში თამაშობდა:

„როდესაც ვანჰაეზბრუკმა გაიგო, რომ „ბაიერნი“ „დინამოს“ 6 მილიონს სთავაზობდა, სპონტანურად თქვა: გავყიდოთ! თუმცა, როდესაც მას შეხვდა აზრი შეიცვალა და გადაეხვია. აღსანიშნავია, რომ მაშინ ქართველს მცირე ტრავმაც ჰქონდა, ვანჰაეზბრუკი კი არის ბოლო, ვინც მისი შესაძლებლობები ვერ დააფასა“, - ნათქვამია წერილში.

0.136259