გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ათი შეხვედრა გაიმართა.
„გოლდენ სტეიტმა“ შინ „ბრუკლინი“ 116:100 დაამარცხა. „მეომრებმა“ შეხვედრა მარტივად მოიგეს. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი, კევინ დურანტი გახლდათ, რომელსაც 28 ქულა, 11 პასი და 5 მოხსნა ჰქონდა. „ბრუკლინში“ 24 ქულით ჰარისი გამოირჩა. ოკლენდელები 11 მოგებით და 2 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე არიან.
„კლიპერსი“ საკუთარ დარბაზში „მილოუკს“ დაუპირისპირდა. მატჩის ბოლო წამზე ერიკ ბლედსოუმ სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში 119:119 დასრულდა. დამატებითი 5-წუთეულის ბოლო წამზე ლოუ უილიამსმა ორქულიანი ჩააგდო და „კლიპერსს“ 128:126 მოაგებინა.
კანადაში „ტორონტომ“ „ნიუ იორკს“ 128:112 მოუგო. მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც „ტორონტომ“ 39:28 მოიგო. „ნიუ იორკში“ ყველაზე მეტი 27 ქულა ჰარდევეიმ ჩააგდო. კანადელთა რიგებში კამერუნელმა სიაკამმა 23 ქულა მოაგროვა, იონას ვალანჩუნასმა ორმაგი დუბლი გაიფორმა, 19 ქულა და 10 მოხსნა. „ტორონტო“ 12 მოგებით და ერთი მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.
„ტორონტო“ – „ნიუ იორკი“ 128:112 (25:25, 39:28, 36:29, 28:30)
https://www.youtube.com/watch?v=y97qIOY8Bqc
„კლიპერსი“ – „მილოუკი“ 128:126 (33:24, 29:40, 27:20, 30:35, ო.ტ. 9:7)
https://www.youtube.com/watch?v=xYEpEoSyLZM
„ნიუ ორლეანი“ – „ფინიქსი“ 119:99 (33:26, 28:27, 30:29, 28:17)
https://www.youtube.com/watch?v=AtsC-6Smqgk
„ჩიკაგო“ – „კლივლენდი“ 99:98 (37:23, 16:30, 26:24, 20:21)
https://www.youtube.com/watch?v=U9MkvVF7yMU
„მემფისი“ – „ფილადელფია“ 112:106 (21:26, 29:37, 24:17, 28:22, ო.ტ. 10:4)
https://www.youtube.com/watch?v=5M_upX2G4g4
„მაიამი“ – „ვაშინგტონი“ 110:116 (35:25, 26:33, 24:25, 25:33)
https://www.youtube.com/watch?v=2UR_kb-7ld0
„გოლდენ სტეიტი“ – „ბრუკლინი“ 116:100 (36:30, 29:23, 29:21, 22:26)
https://www.youtube.com/watch?v=9tt7PqPxw8g
„სან ანტონიო“ – „ჰიუსტონი“ 96:89 (20:21, 32:29, 20:21, 24:18)
https://www.youtube.com/watch?v=22Enyb7hUYU
„დალასი“ – „ოკლაჰომა“ 111:96 (23:22, 34:23, 25:25, 29:26)
https://www.youtube.com/watch?v=2RIkPON-NRk
„საკრამენტო“ – „ლეიკერსი“ 86:101 (20:26, 24:24, 21:26, 21:25)
https://www.youtube.com/watch?v=hgNf4DhYCvo