სხვა

12:52 | 11.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ნოემბრის ბაშო მარცხით გახსნა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ფუკუოკაში დაწყებული წლის დასკვნითი სუპერტურნირი მარცხით გახსნა.

ჩვენებური კიუშიუ ბაშოში დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდებით ჩაერთო და პირველი ორთაბრძოლა აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ტამავაშისთან ჩაატარა. მონღოლმა ვეტერანმა ინიციატივა თავიდანვე ხელთ იგდო, ცუპარების საშუალებით, ქართველი სეკიტორი დოჰიოს კიდესთან მიიმწყვდია და გადამწყვეტი ოშიდაში განახორციელა.
საინტერესოა, რომ დღევანდლამდე, ტოჩინოშინს ტამავაში 16-ჯერ ჰყავდა დამარცხებული, ამჯერად კი, ბრძოლას უფრო მომზადებული მონღოლი შეხვდა და გორგაძესთან მე-9 მოგება მიითვალა.
ხვალ, ბაშოს მე-2 დღეს ტოჩინოშინის პირისპირ აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ნიშიკიგი დადგება, რომელსაც ლევანი ურთიერთშეხვედრებში 2:1-ს ამარცხებს.
ფუკუოკაში წარუმატებელი სტარტი აიღო გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა, რომელიც ნოემბრის ტურნირს რანგით მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში შეხვდა, თუმცა, დღეს ძალები მე-2 დივიზიონ ჯურიოში მოსინჯა და მე-14 ნომერ ტომოკაძესთან ჰატაკიკომით წააგო.

0.12604