ფეხბურთი

11:20 | 11.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ასპასი "რეალზე" არ ფიქრობს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "სელტას" თავდამსხმელმა იაგო ასპასმა Marca-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვიგოს გუნდში თავს ბედნიერად გრძნობს და "რეალში" გადასვლაზე არ ფიქრობს.

"სელტაში" ბედნიერი ვარ, კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი მაკავშირებს და თუ "რეალს" ჩემი ტრანსფერი სურს, პირველ რიგში კლუბის ხელმძღვანელობას უნდა დაელაპარაკოს. მე სხვა არაფერი შემიძლია." - განაცხადა ასპასმა.

ესპანურ მედიაში მიიჩნევენ, რომ იაგო "რეალის" პრობლემებს გადაწყვეტს. ასპასმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 11 მატჩში რვა გოლი გაიტანა და წინა სეზონში თავის გამოჩენა 22-ჯერ შეძლო. 31 წლის ასპასს "სელტასთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და ამ ეტაპზე მისი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა.

0.11404