ფეხბურთი

23:12 | 10.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ნოემბრის თოვლი“ ლესტერში

„ტოტენჰემი“ და „კრისტალ პალასი“ ეტყობა შეთანხმებულები არიან... ეს, ხუმრობით, რა თქმა უნდა. მაგრამ, ზედიზედ მეექვსედ ერთი და იგივე ანგარიში და მეხუთედ „დეზების“ სასარგებლოდ...

ამჯერადაც 0:1. სტუმრებს ჭაბუკმა, 20 წლის არგენტინელმა, ხუან ფოიტმა უშველა. მისი გოლი უმნიშვნელოვანესი გამოდგა. კოკისპირულ წვიმაში „ტოტენჰემმა“ დამსახურებული 3 ქულა მოიპოვა და ჯამში 27 მოუგროვდა. „ჩელსის“ და „ლივერპულს“ დაეწია, რომლებიც თავის მატჩებს კვირას გამართავენ.

“ნიუკასლმა“ კერკეტ „ბორნმუთს“ ვენესუელელი ხოსე რონდონის დუბლით მოუგო. ამ გამარჯვების კვალად, „კაჭკაჭებმა“ 9 ქულა მოაგროვეს და ცხრილში მე-14 ადგილზე დგანან.

„ლესტერმა“ პრეზიდენტის, ვიჩაი შრივადჰანაპრაბჰას დაღუპვის შემგედ, შინაურ სტადიონზე პირველად ითამაშა და „ბარნლის“ უგოლოდ დაუზავდა. ემოციური საღამო გამოდგა. 30 ათას ქომაგს, პრეზიდენტის საპატივცემულო თეთრი შარფი თავს ზემოთ შეემართა და წუთიერი დუმილიც მხოლოდ რამდენიმე წამით დაარღვია დიქტორის ჩუმმა: პრეზიდენტო, ყოველთვის ჩვენს გულებში დარჩებიო.

ნოემბრის თოვლს ჰგავდა ტრიბუნებიო, - დაწერა მერე Daily Mail-მა.

მთავარი ამბები პრემიერლიგაში დღეს მოხდება: „ლივერპული“ „ფულემს“ უმასპინლებს, „ჩელსი“ - „ევერტონს,“ „არსენალი“ – „ვულვერჰემპტონს“ და რაც მთავარია, მანჩესტერული დერბია - „სიტი“ „იუნაიტედს“ დაუხვდება.

ინგლისი

პრემიერლიგა. 10 ნოემბერი. მე-12 ტური

კრისტალ პალასი - ტოტენჰემი 0:1

ლონდონი „სელჰერსტ პარკი.“ 25 6850

0:1 ფოიტი (66)

კრისტალ პალასი: ჰენესი, საკო, ტომკინსი (კელი 60), ვან-ანჰოლტი, ვან-ბისაკა, მაკარტური (სიორლოტი 70), კუიატე, თაუნსენდი, მილივოიევიჩი, მაიერი (შლუპი 67), აიუ

მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

ტოტენჰემი: ლორისი, ალდერვეირელდი, ტრიპიერი (ორიე 24, დევისი, ფოიტი, სისოკო, ვანაიამა, ლამელა (უინკსი 83), ლუკას მოურა (სონი 71), ალი, კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: ტომკინსი (40); უინკსი (86)

კარდიფი - ბრაიტონი 2:1

0:1 დანკი (6), 1:1 პეტერსონი (28), 2:1 ბამბა (90)

ჰადერსფილდი - ვესტ ჰემი 1:1

1:0 პიჩარდი (6), 1:1 ანდერსონი (74)

ლესტერი - ბარნლი 0:0

ნიუკასლი - ბორნმუთი 2:1

1:0, 2:0 რონდონი (7, 40), 2:1 ლერმა (45+6)

საუთჰემპტონი - უოტფორდი 1:1

1:0 გაბიადინი (20), 1:1 ჰოლებასი (82)

Loading...
სტატისტიკა
0.257541